
BBC ბანაკი
ზღაპრული გარემო და პირობები, პროფესიონალთა გუნდი.
- წლიანი გამოცდილება
- 12+
- ბავშვს მიღებული აქვს მონაწილეობა
- 12 500+
- წარმატებით ჩატარებული ბანაკი
- 150+

რატომ ირჩევენ მშობლები BBC ბანაკ-ს?
ინგლისური ენა ცოცხალ კომუნიკაციაში!
სემინარები ინგლისურენოვან პედაგოგებთან; პრეზენტაციები, დებატები, და შემეცნებითი თამაშები ყოველ დღე.
პედიატრი ბანაკში
ბანაკში ბავშვების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე პედიატრი ზრუნავს, რომელიც მუდმივად აკვირდება მათ მდგომარეობას.
ბავშვებზე ზრუნვა და უსაფრთხოება
ბანაკში ბავშვების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე გამოცდილი ინსტრუქტორ-ლიდერები ზრუნავენ, რომლებიც თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურ ყურადღებას უთმობენ.
ნაკლები ეკრანი, მეტი თავგადასავალი!
ტელეფონისთვის დღეში მხოლოდ ერთი საათია გამოყოფილი, დანარჩენი დრო კი მეგობრებს, თოვლსა და ახალ გამოცდილებებს ეთმობა.
ჯანსაღი და სრულფასოვანი კვება
ბავშვები ყოველდღიურად უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებით. კერძები ადგილზე მზადდება და შვედური მაგიდის პრინციპით მიეწოდებათ. კვებისას უპირატესობა ენიჭება ახალ და ხარისხიან პროდუქტებს.
ერთი დღე ბანაკში
დღის სრული განრიგი- 09:00დილის გამამხნევებელი ვარჯიში
- 11:00აქტივობები ღია ცის ქვეშ: გუნდაობა, თხილამურებითა და ციგებით სრიალი, ყინულის მოედანი და მრავალფეროვანი ზამთრის გასართობი აქტივობები
- 15:30სემინარი ინგლისურენოვან პედაგოგ-ლექტორებთან, გასართობ-შემეცნებითი მეთოდებით
- 20:00კარაოკე, წვეულება, ღონისძიება, ცეკვა, სპექტაკლი, კრეატიული თამაშები ან ფილმი
- 22:00გამარჯვებული გუნდების გამოვლენა, ქულების მინიჭება


სასტუმრო „1700“
ბავშვები ცხოვრობენ უმაღლესი კლასის სასტუმროში ბაკურიანში, მთის ხედით. კვება შვედური მაგიდაა: ეკოლოგიურად ჯანსაღი საკვები, რომელიც ადგილზე მზადდება.
ზამთრის ბანაკიფოტოები ბანაკიდან
ყველა ფოტო-ალბომიმშობლების ხშირი კითხვები
ყველა კითხვავინ ზრუნავს ბავშვებზე ბანაკში?
ბანაკში ბავშვების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე 12+ წლიანი გამოცდილების მქონე ინსტრუქტორ-ლიდერები ზრუნავენ.
შეუძლია თუ არა ბავშვს ტელეფონის ქონა?
დიახ. ტელეფონით სარგებლობისთვის დღეში ერთი საათია გამოყოფილი, დანარჩენი დრო კი მეგობრებთან ურთიერთობას, მრავალფეროვან აქტივობებსა და ახალი გამოცდილებების მიღებას ეთმობა.
რა ხდება, თუ ბავშვი ბანაკში ავად გახდება?
ბავშვს ადგილზე აღმოვუჩენთ პირველად დახმარებას და დაგიკავშირდებით. საჭიროების შემთხვევაში, მშობელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვის უსაფრთხოდ გადაყვანა.
შემიძლია თუ არა რეგისტრაციის გაუქმება?
დიახ. გაუქმების შემთხვევაში 150 ₾ - იანი ავანსი არ ბრუნდება, დანარჩენი თანხა კი სრულად გიბრუნდებათ. იგივე წესი მოქმედებს, თუ ბავშვი ბანაკის დაწყებამდე ავად გახდება.
რეგისტრაცია ღიაა
15 დეკემბრამდე რეგისტრაციისას ფასი 100 ₾-ით ნაკლებია. ადგილს 150 ₾ - იანი ავანსით დაჯავშნით.
ან დაგვირეკეთ:592 055 040577 798 122
